„იდეალური მასწავლებელი საკუთარ თავს ხიდად განიხილავს, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა გაიარონ. გადასვლის შემდეგ ეს ხიდი ინგრევა და პედაგოგი ყველას საკუთარის მშენებლობაში ეხმარება".
ნიკოს
კაზანძაკისი
მართლაც, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომაც მასწავლებელმა არ უნდა დაზოგოს დრო და ენერგია და მოძებნოს ისეთი აქტივობები და მეთოდები, რომლებითაც მოსწავლეს „საკუთარი ხიდის მშენებლობაში"
დაეხმარება.
დღეს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა მოსწავლეთა ყურადღება შეინარჩუნონ, რადგან ისინი გაკვეთილზე დაბნეულები არიან და ერთ საკითხზე დიდხანს კონცენტრირება უჭირთ. ამავე დროს, ისინი მშვენივრად ახერხებენ კონცენტრირებას ფილმებსა და თამაშებზე; შეუძლიათ, საათები შეალიონ მათთვის საინტერესო მობილურის შესწავლას ან თამაშის გარჩევას. ისინი არ აღიარებენ სწავლების ძველებურ მეთოდებს.
განვიხილოთ ზოგიერთი პრობლემა, რომლებსაც შეიძლება წავაწყდეთ:
პრობლემის მოგვარების გზა: მოსწავლეები
მაშინ ითვისებენ მასალას კარგად, როდესაც თვითონვე აანალიზებენ და ამუშავებენ მას, ამაში კი შეიძლება ისტ-ი დაგვეხმაროს. ტრადიციული შემაჯამებელი სამუშაოს მაგივრად მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ, მოამზადონ პრეზენტაციები Microsoft PowerPoint-ში ან Windows Live Movie Maker-ში, დავავალოთ, შეკრიბონ Microsoft Exsel-ში ,გადმოწერონ მასალები PDF ან Word-ში და ასევე გადაამუშაონ
თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია Microsoft OneNote-ის საშუალებით...
მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია იმით განისაზღვრება,
რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. ამის მიხედვით ფასდება, წარმატებულია თუ წარუმატებელი
პედაგოგის საქმიანობა.
მასწავლებლის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი სასკოლო მენეჯმენტის სწორად წარმართვაა, ამიტომ თითოეულ პედაგოგს სხვადასხვა მახასიათებლით აფასებენ, მაგალითად:
1.მასწავლებელმა ყოველდღიურად უნდა შეიმუშაოს გაკვეთილის გეგმა, რათა უზრუნველყოს სასწავლო მიზნების მიღწევა;
2.ეფექტურად უნდა გაანაწილოს გაკვეთილის დრო;
3.მასწავლებელი რეგულარულად უნდა აფასებდეს მოსწავლეებს;
4.ის ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში და მზად იყოს მათ დასახმარებლად…